თუ დე ლაურენტისი ამ სამ ფეხბურთელს შეიძენს, “ნაპოლის” კონტე ჩაიბარებს – Sky Sports-ი დეტალებზე წერს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” ფრანჩესკო კალცონა აღარ გაწვრთნის. Sky Sports-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან, სტეფანო პიოლისთან (მილანი) და ჯან პიერო გასპერინისთან (ატალანტა) აწარმოებს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ დე ლაურენტისს კონტეს დათანხმება სურს, მას დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს, გარდა პირადი კონტრაქტისა, ანტონიო სამი ფეხბურთელის შეძენას ითხოვს. გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს მაღალი დონის ცენტრალური მცველის, ასევე ტეუნ კოოპმეინერსთან (ატალანტა) და რომელუ ლუკაკუსთან (რომა) მუშაობა სურს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა დე ლაურენტისი კონტეს ულტიმატუმს.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 49 ქულით მერვე ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში