თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ს თანახმად, შესაძლოა, უკვე პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მამუკა ხაზარაძისა და ს წინააღმდეგ კვლავ მიმართონ სასამართლოს.
„არის ასეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს… ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ანდაზაა. მე მგონია, რომ ახლა, როცა ის [ხაზარაძე] არის დაბარებული, უკვე მისჯილი აქვს და არის საპატიმროში, არაფერი ხელს არ უშლის, რომ გადაიფიქროს და ჩაერთოს კომისიას“, – განაცხადა წულუკიანმა 23 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, ხაზარაძე ხელმეორედ 30 ივნისს – მომავალ ორშაბათს – არის დაბარებული.
„მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ“, – დაწერა ხაზარაძემ დაპატიმრებამდე, 17 ივნისს.
„იმიტომ, რომ პირველად ასე მოიქცა [არ გამოცხადდა], ეს არ ნიშნავს, რომ მეორედაც ადამიანი ისევე მოიქცევა… მათთვის ნათელი იყო, რაც მოხდებოდა, ანუ ჩვენი მხრიდან გადაგზავნა [პროკურატურაში]“, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა:
„საკნიდან თუ საპატიმროდან [ნიკა] გვარამია ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, არავისთვის სიურპრიზი არ იქნება, ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, რომ კვლავ გადავაგზავნოთ ეს მეორე არგამოცხადების საქმე პროკურატურაში“.
„ახლა რატომ მეორედ დაბარება: მეორედ იმიტომ, რომ პირველად ისინი არ მოვიდნენ. მარტივია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წერილში, რომელიც პარტია „ახალმა“ 17 ივნისს გაავრცელა, თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას სწერს, რომ კომისია ითხოვს მისგან „ახსნა-განმარტების მიცემას 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ და 30 ივნისს, დილის ცხრა საათზე იწვევს კომისიის სხდომაზე „ჩართვის მეშვეობით“.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას“, – წერდა პარტია „ახალი“ ფეისბუკზე.
გვარამია 13 ივნისს დააკავეს – კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით.
დააკავეს დღეს, 23 ივნისს, თანაპარტიელთან, მეგობარსა და ოჯახის წევრთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად.
მათ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე – ორი წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა.
პოლიტიკოსების დაკავების საფუძველია გამოუცხადებლობა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.
მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან გირაო არ გადაიხადა.
ამავე ბრალდებით დაკავებული არიან ირაკლი ოქრუაშვილი და . სასამართლოს მათ საქმეებზე ჯერ განაჩენი არ გამოუცხადებია. ისინი პატიმრობაში არიან და განაჩენს ელოდებიან.
გარდა უკვე დაკავებული პოლიტიკოსებისა, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: და გივი თარგამაძე.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა 16 ივნისს ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.
კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით, – თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.
ფორუმი