თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან” „მებრძოლ“ -ის ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა

თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან” „მებრძოლ“ -ის ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა
არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე „დიპ სტეიტი“ – ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი შინაარსისა და ფორმის მქონე 10/15 ოჯახი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა ერთად მოდიან, ერთად ძარცვავენ მსოფლიოს და მართავენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილს, სრულად მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ღრმად აქვთ გადგმული ფესვები სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, ვერავინ გაიხსენებს ერთ გვარსაც კი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ “ დიპ სტეიტის” წინააღმდეგ ბრძოლის დროს რეალურად ოლიგარქიული ოჯახებიდან დაასახელა.
“დავუბრუნდეთ დონალდ ტრამპის ყალბ ბრძოლას „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ და რამდენიმე მოცემულობა გავაანალიზოთ. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და სხვა ჩინოვნიკების რიტორიკა არაფორმალური გავლენების დანგრევის აუცილებლობისკენ იყო მიმართული, თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე მათ დაესახელებინოთ რომელიმე გავლენიანი ოჯახის გვარი, დაესახელებინოთ „ბლეკროკი“ და „ვანგარდი“, კორპორაციები რომლებიც ფლობენ უდიდეს აქტივებს და აერთიანებენ ამერიკის მთლიან სიმდიდრეს… თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან“(არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) „მებრძოლ“ ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.”- ვკითხულობთ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“