თუ გახდება საჭირო, საპატრიარქო იმსჯელებს ამის შესახებ – ირაკლი კუპრაძე შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით

პოლიტიკურ სპექტრში შობის აღნიშვნის თარიღი კვლავ განხილვის საგანია. “ქართული ოცნება” მსჯელობას ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებს. ოპოზიციის უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ თარიღი თავად ეკლესიის დასადგენია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, შობის თარიღის აღნიშვნის საკითხი კანონიკის გადასაწყვეტია.
“შობასთან დაკავშირებით ასეთი რადიკალური, არათანმიმდევრული მსჯელობები არ არის სწორი. როდის დგება, 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს, ეს არის კანონიკის გადასაწყვეტი საკითხი. როდესაც არ უნდა აღვნიშნავდეთ შობას, უნდა ვიყოთ მიმტევებლები. ერთმანეთს უნდა მივულოცოთ შობა, ვინც როდის აღნიშნავს – 25 დეკემბერს, ექვს იანვარს, თუ შვიდ იანვარს”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა საეკლესიო პირების კომპეტენციაა.
“საქართველოს საპატრიარქოს დადგენილი აქვს 7 იანვარი შობის აღნიშვნად, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, შესაბამისად, დამატებითი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით უადგილო მგონია, როდესაც სამოქალაქო პირები აფასებენ მსგავს მიმართებას. მომისმენია, თუ გახდება საჭირო საპატრიარქო იმსჯელებს ამის შესახებ, ეს თავად სინოდის წევრებმა თქვეს და გაასაჯაროვეს”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ადამიანები თავად გადაწყვეტენ რომელ თარიღში სურთ დღესასწაულის აღნიშვნა.
“ადამიანები თავად გადაწყვეტენ – უნდათ 25 დეკემბერს აღნიშნავენ, უნდა 7 იანვარს. პირადად შვიდში აღვნიშნავ, მაგრამ ამის გამო ვიღაცამ ჩემზე გააკეთოს კომენტარი, რომ, თურმე, მომწონს უბრალოდ სასაცილოა. პირველ რიგში, ამით შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას