თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და -ს შორის
არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიური და გაცილებით უფრო მძიმე კანონი შენთან დღესაც მოქმედებს და როდესაც კანონი ეხება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა აშშ-სთვის, რომ ის მისი მტკიცე პარტნიორია და თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ნამდვილად არის შესაცვლელი პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების განსამტკიცებლად, როგორიც არის იგივე ამდენი ხნის განმავლობაში უვიზო რეჟიმის შემოღება, ან ელემენტარულად ვიზის აღების განჭვრეტადი ვადის მიღწევა მაინც, პირდაპირი ფრენების შემოტანა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა მათ შორის აშშ-სთვის, რომ ის მისი მტკიცე პარტნიორია და ეს გამოიხატა ბევრ საკითხში, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი კრიზისების ერთობლივად დაძლევაში, როგორიც იყო ავღანეთი, ერაყი, ასევე ავღანეთიდან ამერიკული შენაერთების გამოყვანა და საქართველოს პირდაპირი ჩართულობა, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ამ მიმართულებით.
დღესაც, როდესაც ომი გრძელდება ში, საქართველო ერთგული არის და ასრულებს ალბათ ყველაზე საუკეთესოდ, მათ შორის ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებითაც, სანქციების იმპლემენტაციის პოლიტიკას, ანუ სანქციებიდან თავის არიდება, რომ არ მოხდეს ს ან სხვა ქვეყნების მხრიდან. ასე რომ ჩვენც გვაქვს უფრო მეტი მოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატებისაგან და უკეთესი იქნება ცვლილება ამ მიმართულებით. თუ ყველა დავინახავთ, რომ გამჭვირვალობა პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
Previous: ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი