“თუ გადასახადების არგადახდა ან რაიმე მსგავსი იქნება, ეს აუცილებლად ერთად, შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ” – FAS Group

კომპანია FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ბიზნესისთვის ბრძოლის გზად გადასახადების არგადახდა იქნება არჩეული, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ ბიზნესებმა შეთანხმებულად იმოქმედონ.