“თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას, ამას ვუპასუხებთ” – Anonymous კობახიძეს მიმართავს

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს გააგრძელებს, დაჯგუფება სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს.
“ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს, რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!
თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს სამართალდამცავების გამოყენებით მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, სამთავრობო ვებგვერდებზე კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებით!”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია