თუ ბრიტანეთმა ივანიშვილები დაასანქცირა, ეს ბრიტანულ ოფშორებში მათ 95 კომპანიას შეეხება – TI

ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ სთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 17 იანვრის საღამოსთვის 16 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“(TI) 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ ს და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია“.
ეს იმიტომ, რომ, TI-ის განმარტებით, ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული – კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.
TI-ის თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა:
· “ქართუ ბანკი”;
· ფონდი “ქართუ”;
· “გალერეა თბილისი”;
· “აქსის თაუერსი”;
· “ჰაიდელბერგ ცემენტი”, – რომელსაც, TI-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. რუხაძის სანქცირებას, თავის მხრივ, -ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სთხოვენ კონგრესიდან გაგზავნილი წერილით, – ამ წერილით 25 ადამიანის სანქცირებაა მოთხოვნილი;
· “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”, – რომლის მფლობელობაშიცაა, TI-ის თანახმადვე, ივანიშვილის სასტუმროები: „პარაგრაფი“ თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები;
· ს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც, TI-ის თანახმად, ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს;
· რუსული კომპანია შპს „აკვა სფეისი“, რომელიც, ანტიკორუფციული ორგანიზაციის განცხადებით, ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის