თუ სავაჭრო ომს დაიწყებს, ერთადერთი, ვინც გაიცინებს, ჩინეთია – კალასი

ყურადღებით ვუსმენდით ამ სიტყვებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ვემზადებით. ცხადია ის, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
კალასმა ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
„თუ სავაჭრო ომს დაიწყებს, ის, ვინც გაიცინებს ჩინეთი იქნება. ჩვენ ძალიან ურთიერთდაკავშირებულები ვართ. ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“, – აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ტარიფები ზრდის ხარჯებს და აზარალებს მომხმარებლებს.
www.interpressnews.ge