იემენელი ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფება ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განცხადებას ავრცელებს და აშშ-ს ისრაელის მხარეს ჩართვის შემთხვევაში თავდასხმებით ემუქრება.
ჰუსიტების თქმით, აშშ-ს გემებზე იერიშებს იმ შემთხვევაში მიიტანენ, თუ აშშ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაესხმება თავს.
“თუ აშშ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ თავდასხმასა და აგრესიაში მონაწილეობას მიიღებს, შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში”. – განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარემ.
