საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის კი მცირდება. თუ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, 87.8%-დან 64%-მდე შემცირდა.
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარისთვის გაუგებარია, თუ რატომ მცირდება აზერბაიჯანთან ვაჭრობა, იმ ფონზე, როცა მეზობელი ქვეყანა ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორია.
„ჩვენთვის აზერბაიჯანს არასდროს არ შეუფერხებია რაიმე პროდუქტის მოწოდება. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ყველაზე საიმედო მეგობარია. როცა გვერდით ასეთი მასშტაბის სანავთობო ქვეყანა გვყავს, ჩემი სურვილია, უფრო მეტი პროცენტული მონაცემებით იყოს ეს მეგობრობა გამოყენებული. აქამდე აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის რაოდენობა 84%-ი იყო, ეს შეეხებოდა როგორც სათბობ, ისე ყველა ტიპის ნავთობპროდუქტს. დღეს 84%-ი 64%-ზე ჩამოვიდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ქარხნებში ახლაც მიმდინარეობს გადაიარაღების პროცესი, დიზელის საწვავზე უკვე დაასრულა და ჩვენ EURO 5-ის დიზელის საწვავს გვაწვდის. ახლო მომავალში ველოდებით, რომ მოვიდეს EURO 5-ის რეგულარის საწვავი“,- აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.