პრემიერლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
“მერსისაიდელების” განაპირა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა უამრავი შეცდომა დაუშვა, რის გამოც “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისელი 86-ე წუთზე შეცვალა.
მოგეხსენებათ, არნოლდს სეზონის ბოლოს “ლივერპულთან” კონტრაქტი ეწურება და მის უფასოდ დამატებას მადრიდის “რეალი” ცდილობს.
“მანჩესტერთან” ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ინგლისელი “წითელი ეშმაკების” ლეგენდამ და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა როი კინმა გააკრიტიკა.
“თუ ასე თამაშს გააგრძელებს, “რეალში” კი არა, “ტრანმერ როვერსში” აღმოჩნდება”, – განაცხადა როი კინმა.
შეგახსენებთ, “რეალს” არნოლდის დამატება ზამთრის
სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა და “ლივერპულს” მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა “მერსისაიდელებმა” აღნიშნული შეთავაზება იუარეს და “სამეფო კლუბს” განუცადეს, რომ ტრენტი მინიმუმ სეზონის ბოლომდე “ლივერპულში” დარჩება.