,,თუ ასეთ აზრებში დაიჭირე თავი, იცოდე, რომ უკვე რეჟიმი გმართავს” – დავით ჩხეიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,- ალბათ რაღაც დააშავა, ტყუილად ასე როგორ დაიჭირეს?! რაღა ეგ დააკავეს?!
– არ იცოდი, ხალხს 5 წელიწადს უსჯიან 10-12 დღე რა ყოფილა?! დაისვენებს…
– ცოტა უნდა მოვიცადოთ, ესე ვერ გაგრძელდება… გადაიტვირთება.
– აზრი არ აქვს დგომას, ხალხი მაინც არ გამოდის და რაღა შენ უნდა დააჭერინო ან დააჯარიმებინო თავი.
– საზოგადოება არის თვითონ ეგეთი, ვერ ხედავ ჰკიდიათ?! შენ რატომ უნდა გაწირო მაგათ გამო თავი?!
– ყველა მომჯდარია, კარგად ცხოვრობენ, ჰკიდიათ… ეგ ხალხი ვართ.
თუ ასეთ აზრებში დაიჭირე თავი, იცოდე, რომ უკვე რეჟიმი გმართავს. უკვე მის სასარგებლოდ მოფიქრალი და განწყობილი ცდისპირი ხარ.
ასე იყო ნაცისტურ გერმანიაში, ასე იყო სტალინური ტერორის წლებში.
ადამიანები უარყოფდნენ საფრთხეს, არ კარგავდნენ რეჟიმის, იოსებ სტალინის, ფიურერის კეთილგონიერების რწმენას…
სანამ პირადად არ დგებოდნენ დასახვრეტ ადგილას. პირადად არ აწამებდნენ დასავლეთის აგენტის ბრალდებით…
სანამ არ იჯერებდნენ რომ ადამიანი მხოლოდ რაღაც ადამიანურ პირობებშია ადამიანი… და თუ ამ პირობებს შეუცვლი მხეცად ყალიბდება.
დიახ, არაფრის გამო იჭერენ, სცემენ და აჯარიმებენ!
დიახ, ტყუილია, რომ ჩვენ გარეშე გადაიტვირთება, დალაგდება!!
დიახ, აზრი აქვს თითოეული ჩვენგანის დგომას, წინააღმდეგობას! დიდი აზრი!!
დიახ, უნდა ბოლომდე იბრძოლო ღირსეული ცხოვრებისთვის!!
დიახ, ძალიან დიდი ერი ვართ, მებრძოლი, თავისუფალი, ისტორიული, კულტურული!!
მთელი ძალით დავიცვათ ადამიანური პირობები, ადამიანის ღირსება, უფლებები და თავისუფლება.
ნუ ჩავუგდებთ საკუთარ მომავალს მხეცების ხელში.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს