“თუ არ მოვახდენთ ყველა შესაძლებლობის მობილიზებას, პუტინს ეს უკრაინაში ომის მოგების საშუალებას მისცემს“ – ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის მხარდაჭერის შემდგომ გაზრდას უჭერს მხარს, რათა ში გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში პუტინმა ვერ შეძლოს წარმატების მიღწევა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, ბრიტანულ “გარდიანთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე. „თუ ჩვენ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ ყველა ჩვენი შესაძლებლობის მობილიზებას, ეს პუტინს საშუალებას მისცემს მოიგოს ომი უკრაინაში“, – აცხადებს ინტერვიუში ბორელი.

უცნობია, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობს ერვოკავშირის წარმომადგენელი. 2023 წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე, უნგრეთის პოზიციის გამო, ევროკავშირი ვერ შეთანხმდა უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან.

ბორელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შესაძლო გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის არსებობას. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო “იმპერია” და არა ეროვნული სახელმწიფო და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის მეზობლებს და, საბოლოოდ, ევროპას.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეპსმა, თავის მხრივ, the Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთს უკრაინის დამარცხების საშუალებას ვერ მისცემს. შეპსის თქმით, აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდა და უკრაინისთვის ყველა საშუალებით უზრუნველყოფა, რადგან რუსეთის წარმატება, მისი აზრით, დასავლეთის სისუსტესა და დიქტატურის სიძლიერეს მიანიშნებს.

ამ მოსაზრებას იზიარებს -ის პრეზიდენტი , რომელიც ამართლებს უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის აუცილებლობას. თუმცა კონგრესმა წელს ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევას უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე.
· მანამდე თეთრმა სახლმა გააფრთხილა კანონმდებლები, რომ წლის ბოლომდე აშშ-ს ამოეწურებოდა უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული თანხა.
· აშშ-მა უკრაინას შეიარაღებისა და მხარდაჭერისთვის 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკვე გამოუყო 100 მილიარდი დოლარი. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დამატებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მიმართა და მოუწოდა ის საშობაო არდადეგების დაწყებამდე დაემტკიცებინათ.
· კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საშობაო შესვენება კანონპროექტისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლად დაიწყო.
· იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ის დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას დათანხმდება, გაურკვეველია დაუჭერს თუ არა მას მხარს რესპუბლიკელების კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა. რესპუბლიკელთა ნაწილი სთვის თანხის გამოყოფას აპროტესტებს.
· ამასთან, რესპუბლიკური პარტია იანვარში ყველა შტატში საპრეზიდენტო სთვის კანდიდატის წარდგენას დაიწყებს, კანონმდებლები ქვეყნის წლიური ბიუჯეტის შეთანხმებასაც შეუდგებიან და ეცდებიან თავიდან აიცილონ ე.წ. შათდაუნი, სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება.
დაწერეთ კომენტარი