“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ” | დავით ხიდაშელი

თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ – აცხადებს დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ კომენტარში.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ხიდაშელი ტოვებს რაჭის ტყეებს და გადის საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან.
თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები ,კარგად იყვნენ უჩემოდ.სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული – ამბობს ხიდაშელი.
კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მფლობელი განმარტავს, რომ რაჭის ტყეებიდან გასვლის და კომპანიის გაყიდვის მიზეზი სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა და ამბობს რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მას შესაბამისი პირობები არ შეუქმნა.