„თუ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება, ჩვენ უნდა ველოდოთ ლარის კურსის გაუფასურებას და პირველი გაუფასურების ზღვარი 2.85-მდე იქნება“ – ნიკა შენგელია

„თუ ს შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება, ჩვენ უნდა ველოდოთ ლარის კურსის გაუფასურებას და პირველი გაუფასურების ზღვარი 2.85-მდე იქნება“ – ნიკა შენგელია
წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების მოახლოება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას ყოველთვის ახდენს. გამონაკლისი არც 2024 წელია. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და უკვე შეინიშნება ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია.
ეკონომისტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ უკვე შეინიშნება ეროვნული ვალუტის ნელი ცურვა გაუფასურებისკენ. ის ,,კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტორები ფრთხილობენ და ქვეყანაში თანხების დაბანდებისგან თავს იკავებენ. ამ პერიოდში შენელებულია მშენებლობების ტემპიც.
,,ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია უკვე შეინიშნება. სტაბილურად იყო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა 2.70-ის დაბლა ნიშნულს. თუ აკვირდებით, ნელ-ნელა ცოცავს გაუფასურებისკენ. რაც შეეხება არჩევნებს, თუ კი არეულობა იქნება ინვესტორები, რომლებსაც თანხები ჩადებული აქვს მშენებლობის სექტორში, ამ თანხების გატანას მოინდომებენ არასტაბილური მდგომარეობის გამო და იქნება დოლარზე დიდი მოთხოვნა. ახლაც, თუ დააკვირდება ვინმე შეუიარაღებელი თვალითაც, ბევრი მშენებლობა უკვე შენელებულია, რადგან უცხოელი ინვესტორები ელოდებიან არჩევნებს. ინვესტორებს უკვე შეჩერებული აქვთ თანხების ჩამორიცხვა საქართველოში და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ პოლიტიკური არეულობისა და დესტაბილიზაციის ნიშნები შეიქმნება. თუ პოლიტიკური არასტაბილურობა იქნება ლარის კურსი, რა თქმა უნდა დიდი გამოწვევების წინაშე დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები აქვს, მოუწევს მისი დახარჯვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ფასების მატება პირადი მოხმარების საქონელზე, მედიკამენტებზე, საწვავზე.”- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტების მოლოდინი, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია დაიწყებოდა გამართლდა. ნიკა შენგელია აღნიშნავს, რომ თვის ბოლომდე გაცვლითი კურსი 2.75-ის ფარგლებში დარჩება, თუმცა ვითარება შეიცვლება, თუ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაცია შეიქმნება.
,,თუ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება, ჩვენ უნდა ველოდოთ ლარის კურსის გაუფასურებას და პირველი გაუფასურების ზღვარი 2.85-მდე იქნება. პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობის შემთხვევაში, თუ ეროვნულმა ბანკმა ვერ შეძლო ლარის კურსის დაჭერა, მაშინ დავუბრუნდებით ლარის კურსის ნიშნულებს, რომელიც გვქონდა დაახლოებით სამი წლის წინ. ნოემბრის 5 რიცხვიდან ლარი კურსი 2.85-იან ზღვარს გადალახავს. კურსის მაქსიმალური ზღვარი დეკემბრის 15-მდე გვექნება. თუ არჩევნები მშვიდად ჩატარდა და არ მოყვა მას პოლიტიკური დესტაბილიზაცია, ლარის კურსი ვერ დაუბრუნდება 2.70-იან ნიშნულს, მაგრამ კურსი 2.73-2.77-ის ფარგლებში იქნება და შედარებით სტაბილური კურსი გვექნება.”- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოეთიდან განხორციელებული ტრანზაქციები. კოვიდ პანდემიის დაწყებამდე, ქვეყანაში თვის განმავლობაში ტრანზაქციების რაოდენობა 90-დან 120 მილიონამდე მერყეობდა. თანხის დიდ ნაწილს ემიგრანტები აგზავნიდნენ. კოვიდ პანდემიის შემდეგ პერიოდში კი ფულადი გზავნილების რაოდენობამ თვეში 200 მილიონი შეადგინა. ტრანზაქციების ოდენობა მასშტაბურად 2022 წლიდან გაიზარდა. იმ პერიოდიდან, როდესაც რუსეთმა ში ომი დაიწყო. საქართველოში უამრავი ადამიანი დან, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოვიდა. მათ ქვეყანაში გარკვეული თანხა შემოიტანეს, რამაც ასევე გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. ამ პერიოდში უცხოეთიდან გადმორიცხვების რაოდენობა 400-დან 700 მილიონ დოლარამდე მერყეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ