თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სადამკვირვებლო მისია – ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს

თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სადამკვირვებლო მისია – ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს
ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებაში, თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში და იგივე ვადაში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და დაჰკვირვებოდა საქართველოში საარჩევნო პროცესს – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაბუნის თქმით, ეუთო/ოდირი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ ევრობიუროკრატთა მხრიდან.
“როდესაც 2007 წელს სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტობიდან და დაინიშნა ხელახალი , ზუსტად მაშინაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში ეუთო/ოდირმა გამოაგზავნა სადამკვირვებლო მისია საქართველოში და თუ სააკაშვილმა მიმართა ეუთო/ოდირს და რატომ გააკეტეს ეს ყველაფერი, იმისთვის რომ „გაეპრავებინათ“ სააკაშვილის გაყალბებული ?! ეუთო/ოდირმა მაშინ, პრაქტიკულად „გაუპრავა“ მაშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ ეუთო/ოდირს ძალიან სერიოზული ზეწოლა აქვს ევრობიუროკრატების მხრიდან და არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით”,-აცახდებს გიორგი გაბუნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა