თუ ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს არ დათანხმდება, “სელესაოს” სხვა იტალიელი სპეციალისტის ვარიანტი აქვს

თუ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებაზე უარს იტყვის, “სელესაო” კიდევ ერთი იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის კანდიდატურას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს, უმუშევარია და გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებით თავადაც დაინტერესებულია.
დიდი ალბათობით, ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა, როდესაც “რეალი” ანჩელოტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში