თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 13 წევრი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში 3 ძიუდოისტს ვიხილავთ.
+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის ფინალში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, გურამი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე იბრაგიმ მარგიევს აჯობა, მეოთხედფინალში კი კვიპროსელ იანის ანტონიუსს სძლია. თუშიშვილმა ნახევარფინალში მონღოლი ბახტიარი დაამარცხა და ფინალში ინალ ტასოევს დაუპირისპირდება. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ირაკლი დემეტრაშვილი შეუტევს, ახალგაზრდა სპორტსმენმა მერვედფინალში ნიდერლანდელი იელე სნიპე დაამარცხა, მეოთხედფინალში უკრაინელ ევგენი ბალევსკის აჯობა, ნახევარფინალში კი სამწუხაროდ, ინალ ტასოევთან დამარცხდა.
– 90
კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს გიორგი ჯაბნიაშვილი. 21 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს სძლია, მერვედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიქსანდრ სიდორიკს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ირაკლი ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მატიესთან დამარცხდა.
ცნობისთვის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (- 90 კილოგრამი) ასპარეზობას პირველივე ბრძოლაში გამოეთიშა, პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი ილია სულამანიძე (-100 კილოგრამი) კი მისთვის ამ ტურნირზე მეორე ბრძოლაში, მერვედფინალში დამარცხდა.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
ბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
