“თუშის“ ღირსების ბრძოლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა, ქართველი მოხალისე 39 წლის კახა თილიძე, სიკვდილის შემდეგ, უკრაინის დაზვერვის უმაღლესი ჯილდოთი – „ბრწყინვალების ვარსკვლავით“ დააჯილდოვა.
თილიძეს, საბრძოლო საძახისით „თუში“, რომელიც 11 იანვარს, მე-40 დაბადების დღემდე, რამდენიმე საათით ადრე, ზაპოროჟიეის ფრონტზე გმირულად დაიღუპა , ეს ჯილდო “უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცებასა და დაცვაში შეტანილი, განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის” მიანიჭეს.
“ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, შედიოდა ე.წ “ნულზე”, დაჭრილებისა და დაღუპული თანამებრძოლების გამოსაყვანად, ჩარჩენილი ტექნიკის გამოსათრევად, ბევრი უარს ამბობდა, რადგან ფაქტიურად 50/50-ზე იყო გადარჩენა-დაღუპვის შანსი.
კიდე იკითხავთ მავანნი “რატომ შეეწირა საქართველოს, ის ხომ ში იბრძოდაო”? შენს მოსისხლე მტერს, სადაც შეძლებ და სადაც შანსი მოგეცემა, იქ უნდა შეებრძოლო! იქ უნდა დაამარცხო! არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიას, როცა “საქართველო” შენს გულში ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული” ირაკლი ჭურღულაშვილი
ბევრის სიცოცხლე იხსნა სიკვდილის კლანჭებიდან. ყველაფერს ვერ დავწერ, არც მაქვს მაგის უფლება, ყველაზე ცხელ წერტილებში უწევდა შესვლა, თან მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე” – ყვება „თუშის“ თანამებრძოლი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკი ირაკლი ჭურღულაშვილი.
მისი თქმით, „ბოლო დავალებაზე, თვითონაც დაჭრილმა, მძიმედ დაშავებული თანამებრძოლი არ მიატოვა, ბოლომდე უპატრონა, ევაკუაციის მომენტში კი მტრის დრონმა მიიტანა იერიში ბიჭების ჯავშანმანქანაზე, რამაც “თუშის“ და მისი თანამებრძოლის სიცოცხლე შეიწირა…
კიდე იკითხავთ მავანნი “რატომ შეეწირა საქართველოს, ის ხომ უკრაინაში იბრძოდაო”? შენს მოსისხლე მტერს, სადაც შეძლებ და სადაც შანსი მოგეცემა, იქ უნდა შეებრძოლო! იქ უნდა დაამარცხო! არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიას, როცა “საქართველო” შენს გულში ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული” – ამბობს პოლკოვნიკი ჭურღულაშვილი.
კახა თილიძე, სოფელ ზემო ალვანიდან, პროფესიონალი სამხედრო იყო, 2004-2008 წლებში სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში მსახურობდა, შემდეგ კარიერა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელა. წლების მანძილზე იყო საქართველოს პრეზიდენტის ს დაცვის ოფიცერი. 2014 წლიდან საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. მალევე ცხოვრების და მუშაობის უფლება მიიღო და მეუღლესა და შვილებთან ერთად კონექტიკუტში დასახლდა.
თილიძე პირველად 2014 წელს წავიდა უკრაინის არმიის დასახმარებლად, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდა.
“თუში” უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების ლეგიონის “Solidarity”-ის ერთ-ერთი მეთაური იყო
ამერიკაში დაბრუნებულმა 2021 წელს, -ის არმიის ბაზაზე, ნიუ იორკში, რეინჯერის სრული კურსი გაიარა. 2022 წლის გაზაფხულზე კი მას შემდეგ, რაც თავს დაესხა უკრაინას, „თუში“ უკრაინის თავდაცვის ძალებს ოფიციალურად შეუერთდა.
თავდაპირველად იგი ინსტრუქტორის რანგში, მონაწილეობდა „აზოვის“ პოლკისა და სხვა ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებაში. ბოლოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების ლეგიონის “Solidarity”-ის ერთ-ერთი მეთაური იყო და რუსეთ-უკრაინის ომის, ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა.
2024 წლის ბოლოს, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, დნეპრისა და სიჩესლავსკის მიტროპოლიტმა სიმეონმა (ზინჩენკომ) კახა თილიძე „თავისუფლების ჯვრით“ დააჯილდოვა.
“კახა ნამდვილი ქართველი იყო, რომელიც 10 წელი ამერიკაში ცხოვრობდა, ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, იქ ჰყავდა ოჯახი, მაგრამ მაინც წამოვიდა უკრაინის დასახმარებლად“ – წერს კახა თილიძის უკრაინელი თანამებრძოლი გლებ შაპოვალოვი.
იგი ყოველთვის გვიცავდა, გვეხმარებოდა და ინტერესდებოდა ჩვენი ჯანმრთელობით. ძალიან ბევრი უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა. მისი სიკვდილი ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი დანაკლისია. მაგრამ, ჩვენ არ დავნებდებით და შურს ვიძიებთ ჩვენი უფროსი ძმისთვის გლებ შაპოვალოვი
მისი თქმით, „იგი იყო ნამდვილი ვაჟკაცი, მებრძოლი კეთილის სულით, რომელმაც ვერ შეძლო შორიდან ყურება თუ როგორ ძალადობენ და კლავენ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს.
ეს იყო ადამიანი, რომლისგანაც ყოველთვის გვინდოდა გვესწავლა და მაგალითი აგვეღო! ისიც ყოველთვის მზად იყო საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა. იგი ყოველთვის გვიცავდა, გვეხმარებოდა და ინტერესდებოდა ჩვენი ჯანმრთელობით. მან ძალიან ბევრი უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა.
მისი სიკვდილი ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი დანაკლისია. მაგრამ, ჩვენ არ დავნებდებით და შურს ვიძიებთ ჩვენი უფროსი ძმისთვის. მისი სულისა და იდეის ნაწილი უკვე ჩვენს გულებში ცოცხლობს. ამ გმირის ღირსები უნდა ვიყოთ, კახა იყო საქართველოს და უკრაინის სიამაყე, შური უნდა ვიძიოთ! ცირა, ანამარია და დანიელ თქვენ საუკეთესო მეუღლე და მამა გყავდათ!“ – წერს შაპოვალოვი.
ბრძოლის ველიდან კახა თილიძის ცხედროს გამოსვენება მხოლოდ 13-14 იანვარს მოხერხდა, რაშიც უზარმაზარი წვლილი სპეციალური დანიშნულების ლეგიონის “Solidarity“-ის მებრძოლებმა ითამაშეს.
კახას კიევში წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გადაუხადეს პარაკლისი და შემდეგ სამშობლოში გადმოასვენეს. პარალელურად, ამერიკელი რეიჩელ გერბერის ძალისხმევით, რომელიც თილიძეების ოჯახის მეზობელია კონექტიკუტში, გარდაცვლილი მებრძოლის მეუღლის ცირა ქინქლაძისა და შვილებისთვის: ანამარიასა და დანიელისთვის, თითქმის 37 ათასი დოლარი შეგროვდა, რომ მათ თბილისში, საყვარელ მამასთან გამოთხოვება შეძლებოდათ.
კახა თილიძე საბურთალოს სასაფლაოზე 21 იანვარს სამხედრო პატივით მიაბარეს მიწას, თბილისში კი თუში გმირის რამდენიმე სტენსილი გაჩნდა, მისი საყვარელი ფრაზით „გაუფრთხილდით თქვენს წილ საქართველოს. ჩვენ – ჩვენსას გავუფრთხილდებით“. საქართველოს სახელმწიფო ეროვნული დროშა კი რომლისთვისაც კახა უკრაინაში დაეცა, მის ვაჟს დანიელს გადაეცა.
2022 წლის მარტიდან 2025 წლის იანვრამდე რუს ოკუპანტებთან ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, უკვე 82 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 2014-2021 წლებში კი უკრაინელთა მხარეს 12 ქართველი მეომარი დაეცა.