თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.
ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.
დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.