თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო “სარგირმა” სტუმრების მიღება დაიწყო – როგორია მოთხოვნა?

თუშეთში, ზემო ომალოში მდებარე საოჯახო სასტუმრომ „სარგირი“ სტუმრების მიღება დაიწყო.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელი, ფატი მიშიძე BM.GE-სთან საუბრობს, მართალია სასტუმრო მრავალი წელია ბაზარზე ოპერირებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტი მაღალ მთიან ადგილასაა, აქ სეზონი გვიან იწყება.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს 8 ნომერი აქვს და მაქსიმუმ 18 სტუმრის განთავსება შეუძლია. წლევანდელი სეზონისთვის ღირებულება ოდნავ გაზრდილია – 1 ღამე, ორჯერადი კვებით, 100 ლარი ღირს, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს ფასი 90 ლარს შეადგენდა.
„წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს, განსაკუთრებით ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოა აქტიური. სტუმრების ძირითადი ნაწილი ქართველები და პოლონელები არიან. წარსულში ბევრი სტუმარი გვყავდა დანაც, თუმცა, ბოლო დროს შექმნილი რეგიონული დაძაბულობის ფონზე, მათგან მოთხოვნა სავარაუდოდ, აღარ იქნება“, – ამბობს მიშიძე.
„წელს ძირითადად ინდივიდუალურ ჯავშნებზე ვართ ორიენტირებულები, ტურისტული ჯგუფები არ შეინიშნება“, – დასძენს მიშიძე.
რაც შეეხება აზიური ბაზრიდან ტურისტებს, მიშიძის თქმით, სასტუმრომ მხოლოდ ერთხელ მიიღო ამ რეგიონის ვიზიტორი: „ოპერირების დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც აზიური წარმოშობის ოჯახი გვესტუმრა. არ ვიცი, რა არის მიზეზი იმისა, რომ იქაური ვიზიტორისთვის თუშეთი მოთხოვნადი არ არის“, – აცხადებს ის.
საოჯახო სასტუმრო “სარგირის” დამფუძნებელი ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წყლის გამაცხელებელი სისტემა არასაკმარისია, ინტერნეტი კი, მიუხედავად გაძვირებისა, კვლავ არასათანადოდ მუშაობს.