თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მსხვერპლით დასრულდა – ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ორი მგზავრი. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ასევე დაგაინტერესებთ