თურქეთი არის ფსტას (ფისტა) მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი. ფსტა, რომელიც ბევრ საკვებში გამოიყენება, ძირითადად მოჰყავთ შანლიურფასა და გაზიანთეფის (Sanliurfa, Gaziantep) პროვინციებში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, 2022 წელს ექსპორტირებულია 179,695 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფსტა.
გასულ წელს 10,39 ათასი ტონა ფსტა ექსპორტირებულია 96 ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, იტალიაში, ერაყში, ყირგიზეთში, ჩინეთში, ტაჯიკეთში, ინგლისში, ალბანეთში, კატარში, ინდოეთში, თურქმენეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, პოლონეთში, მალტაში, განაში, იაპონიაში, კუბაში და რუმინეთში. ფსტას ექსპორტიდან 151,57 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს, იუწყება BazaarTimes.
ფსტას დიდი ნაწილი გერმანიაში გაიტანეს. გასულ წელს თურქეთმა გერმანიაში დაახლოებით 36 მილიონი დოლარის ფსტა გაიტანა.
გერმანიას შემდეგ იტალიაა 22,46 მილიონი დოლარით და ერაყი 12,62 მილიონი დოლარით.
შანლიურფას სასაქონლო ბირჟის ასამბლეის პრეზიდენტმა ისა ყიზილდემირმა თქვა, რომ ფსტა სტრატეგიული პროდუქტია სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერმერებისთვის, განსაკუთრებით შანლიურფასა და გაზიანთეფში.
„იქიდან გამომდინარე, რომ ფსტა მოგებიანი პროდუქტია, ბოლო წლებში ჩვენმა მწარმოებლებმა დაიწყეს ამ კულტურაზე მეტი ყურადღების მიქცევა. ბევრმა ფერმერმა ფსტას ბაღებში დაამონტაჟა სარწყავი სისტემები და აწარმოებს პროდუქტს სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით.
ეკონომიკური სარგებლის გამო, შანლიურფაში ფსტას ხეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2024 წელი ფსტას სექტორისთვის „კეთილდღეობის წელი“ იქნება. ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ ფსტას მაღალ მოსავალს და შევძლებთ მისი ექსპორტის გაზრდას“, – აღნიშნა ისა ყიზილდემირმა.
agrokavkaz.ge