თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება

თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც გამოცემა „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ცერემონიით დახვდება.
„პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი სთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სადილი გაიმართება“, – აღნიშნულია „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.