თურქული კომპანიები – YDA, Turkish Technic და ASFAT, ყაზახეთში, რუსულ თვითმფრინავებს შეაკეთებენ

სამხრეთ-დასავლეთ ყაზახეთში, აქთაუს აეროპორტში ტექნიკური მომსახურებისა და თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი აშენდება, ინფორმაციას ყაზახეთის სატრანსპორტო საშუალებების მინისტრი, მარატ ყარაბაევი ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული სარემონტო-სასწავლო ბაზის მშენებლობას თურქული კომპანიები YDA, Turkish Technic და ASFAT გეგმავენ.
„ტექნიკური მომსახურების ცენტრი მოემსახურება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ავიაციას ყაზახეთის, ს და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. მომსახურება გათვლილი იქნება 411 სამგზავრო თვითმფრინავზე, რომლებიც ყაზახეთს, რუსეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს ეკუთვნის“,- ამბობს ყარაბაევი.
მისივე განმარტებით, მოდერნიზაციის შედეგად, აეროპორტის ტვირთბრუნვის მოცულობა წლიურად 200,000 ტონამდე გაიზრდება, ხოლო წლიური ბრუნვა 520 მილიარდი თენგე იქნება.
შეგახსენებთ, 2024 წლის აპრილში ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა; შეხვედრას სამშენებლო ჯგუფ YDA Holding-ის თავმჯდომარე ჰუსეინ არსლანიც ესწრებოდა. ყაზახეთი და თურქეთი ერთობლივ პროექტებს, წლებია განიხილავს. YDA ჰოლდინგი სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც ყაზახეთის ერთ-ერთ ქალაქში, თურქესტანში, საერთაშორისო აეროპორტი უკვე ააშენა.