თურქული ელექტრონული კომერციის გიგანტი Hepsiburada უკრაინის ბაზარზე შესვლას გეგმავს

ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული კომპანია Hepsiburada თავისი საქმიანობის დაწყებას ში გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
კომპანია Hepsiburada უკრაინის ბაზარზე შესვლას გეგმავს და მას სტრატეგიულ ინვესტიციად მიიჩნევს.
„უკრაინა არის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ბაზარი თურქეთისთვის“, – თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა ნილჰან ონალ გოქჩეთექინმა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ყურადღება გამახვილებულია უკრაინაში სატესტო ოპერაციებზე, გოქჩეთექინმა აღნიშნა, რომ კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია ეფუძნება ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას.
Hepsiburada.com აპირებს პროდუქციის გაყიდვას უკრაინაში, თუ საცდელი გაშვება წარმატებული იქნება.