თურქული გემი ოკუპირებულ აფხაზეთში | სავარაუდო უკანონო თევზჭერა გუდაუთასთან

დროებით ოკუპირებული ს აკვატორიაში, ბოლო რამდენიმე დღეა, თევზჭერის უკანონო პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას ადგილობრივები ავრცელებენ. კადრები 2024 წლის 7 იანვრით თარიღდება.
ადგილობრივების თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, გუდაუთის სანაპიროს სიახლოვეს რამდენიმე გემი იმყოფება. მათ შორის, ერთ-ერთი თურქული კომპანიის გემია, რომელიც თევზჭერის უკანონო პროცესს ახორციელებს.
როგორ აღმოჩნდნენ თურქული გემები ოკუპირებულ აფხაზეთში, დაარღვია თუ არა თურქულმა კომპანიამ ოკუპაციის კანონი ან გასცა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ლიცენზია, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან სხვა უწყებებს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.