თურქული ბანკები სანქციების ასარიდებლად რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ

თურქული ბანკები მეორადი სანქციების თავიდან არიდების მიზნით რუსულ ბანკებთან თანამშრომლობას წყვეტენ. ინფორმაციას გაზეთი Коммерсантъ ფინანსური ბაზრის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს განმარტებით საუბარია როგორც კორესპონდენციურ ურთიერთობაზე, ასევე გადახდებს ფორმალურ დამუშავებაზე.
კიდევ ერთი ფინანსური სპეციალისტი თქმით “არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგალითისთვის, რუსული ბანკების შვილობილი კომპანიების მიმართებაში”.
ს ბანკებისთვის სიტუაცია ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში გართულდა, ხოლო დეკემბერში განსაკუთრებულად გამწვავდა, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა მეორადი სანქციების შესახებ ილაპარაკა. შედეგად ის მივიღეთ, რომ თურქულმა ბანკებმაც შეწყვიტეს რუსულებთან თანამშრომლობა”. – წერია სტატიაში.
ბაიდენის მუქარის შემდეგ ჩინურმა ბანკებმაც ნაწილობრივ შეწყვიტეს რუსულ ფინანსურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა.