თურქული ბანკები რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, პრობლემებია ჩინურ საფინანსო სექტორთანაც | მედია

თურქული ბანკები რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Коммерсант წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა განმარტავს, რომ თურქულ ბანკები რუსულ ბანკებთან პარტნიორობაზე უარს სანქციების შიშის გამო ამბობენ.
კომერსანტის წყაროები ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პრობლემები 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით გაუარესდა 22 დეკემბერს, მას შემდეგ რაც -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ბანკების კიდევ ერთხელ დასანქცირების შესახებ გამოსცა ბრძანება.
წყაროები ასევე ამბობენ, რომ ამგვარი პრობლემები, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, უკვე დაწყებულია ჩინურ ბანკებთანაც.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად მხოლოდ ერთი თურქული ბანკი თანამშრომლობს რუსულ საფინანსო სექტორთან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გადარიცხვის რაოდენობა 50-ს აღემატება, მოთხოვნას დასრულებამდე რამდენიმე დღე სჭირდება.