თურქული ბანკები აგრძელებენ რუსების ანგარიშების დახურვას

თურქულმა ბანკებმა გაამკაცრეს პოლიტიკა რუსი კლიენტების მიმართ-ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დაიწყო კომპანიების ანგარიშების დახურვა და გაზარდა მოთხოვნები იმ პირების მიმართ, რომლებიც აპირებენ ბარათების გახსნას. კრემლმა დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს.
ამის შესახებ „ვედომოსტი“ წერს რუსი ბიზნესმენებსა და მათ ფინანსური კონსულტანტებზე დაყრდნობით.
“წლის დასაწყისში რუსული ბიზნესი უკვე ჩიოდა რუსეთსა და თურქეთს შორის გადახდების შეჩერების შესახებ. ადგილობრივი ბანკების პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა 2023 წლის 22 დეკემბერს -ს პრეზიდენტის ს ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ. ბაიდენმა აშშ-ის ხაზინას მისცა უფლებამოსილება გამარტივებული წესით დასაჯოს ბანკები, რომლებიც არღვევენ ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს”, – წერს გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით.
ამავე დროს, კრემლმა დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს. “დიახ, ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ აქტიურ დიალოგში ვართ ჩვენს თურქ პარტნიორებთან და კოლეგებთან, განვიხილავთ ამ საკითხებს”, – განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ