თურქმენეთში დამატებითი სატარიფო შეღავათების ამოქმედება საქართველოს დერეფნის მიმზიდველობაზე დადებითად აისახება

სადღეისოდ რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების შეუქცევადი პროცესი.
ცალკეული ქვეყნები ტვირთების მოსაზიდად, თავიანთ ტერიტორიაზე ინდივიდუალურად სატარიფო შეღავათებს აწესებენ, რაც ირიბათ, დადებითად აისახება მთლიანად სატრანსპორტო დერეფნების მიმზიდველობაზე – თურქმენეთმა საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმზიდველობის გასაზრდელად, სულ ახლახანს დამატებითი სატარიფო შეღავათები აამოქმედა.
კვლევებით დადგენილია, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ტვირთნაკადების გავრცელების არეალი სრულად თურქმენეთის ტერიტორიას მოიცავს.
მარტივად რომ ავხსნათ, ის ტვირთი რომელიც თურქმენეთის ტერიტორიაზე ჩაისახება და ევროპის დანიშნულება გააჩნია, ანდაც პირიქით ევროპიდან თურქმენეთის მიმართულებით უნდა გადაიზიდოს, სატარიფო თუ ლოგისტიკური მდგენელების გათვალისწინებით, ეკონომიკურად მიმზიდველია საქართველოზე გამავალი დერეფნით მისი ტრანსპორტირება.
მიუხედავათ ამისა, ხშირია შემთხვევები როდესაც თურქმენეთი შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ტვირთების გადასაზიდათ, შემოვლით – რუსეთზე გამავალ ვოლგა – დონის სამდინარო არხს იყენებს.
ზამთრის პერიოდში ვოლგა – დონის არხით ნავიგაციის შეჩერება თურქმენული ტვირთების დროებით საქართველოს სატრნსპორტო დერეფნით გადმომისამართებას იწვევს.
სადღეისოდ ვოლგა – დონის არხის ზამთრის ნავიგაციების შეზღუდვებს, საომარ არელში გემების მოძრაობის უსაფრთო ნაოსნობის პრობლემები დაემატა – ორივე ამ ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობა გაიზარდა.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში საომარი დაპირისპირება, ახალი პრობლემების წინაშე აყენებს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის ფუნქციონირებას, რომლის მონაწილეც თურქმენეთია.
ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დასატვირთად თურქმენეთი ეძებს, როგორც ვოლგა – დონის ასევე ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის ჩანაცვლების ალტერნატივას, პირველ რიგში ინფრასტრუქტურაში – კასპიის ზღვაზე განლაგებული თურქმენბაშის ნავსადგური და მასთან მისასვლელი სატრანზიტო სარკინიგზო მაგისტრალი მოიაზრება.
თურქმენეთი დაინტერესებულია დატვირთოს თურქმენბაშის ნავსადგურის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, რაზეც თურქმენეთმა 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
თურქული კომპანია Gap Inşaat ის მიერ განახლებული თურქმენბაშის ნავსადგური, სადღეისოდ ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მისი გამტარუნარიანობა ნავთობტერმინალების სიმძლავრეების გამოკლებით – წელიწადში 17 მილიონი ტონა შეადგენს.
ნავსადგური აღჭურვილია თანამედროვე საკონტეინერო და საბორნე ტერმინალებით. ნავსადგურს წელიწადში 400 ათასი TEU დამუშავება შეუძლია. საბორნე ტერმინალი წელიწადში 75 000 ერთეულ სატრანსპორტო საშუალების მომსახურებას უზრუნველყოფს.
მიუხედვათ თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ინფრასტრუქტურისა, ნავსადგურს სადღეისოდ სანახევროდ დაუტვირთვი სიმძლავრეები გააჩნია, ამ მიზნით თურქმენეთი ტვირთების მოსაზიდათ ასევე ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით თურქმენბაშის ნავსადგურისათვის სატრანზიტო ფუნქციის მისანიჭებლად, ახალ შესაძლებლობებს ეძებს, რომელიც თანხვდენილი საქართველოს ინტერესებთან, რადგანაც ს სენსიტიური რეგიონიდან გადაზიდვების საიმედო და უსაფრთო ალტერნატივას, სადღეისოდ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი წარმოადგენს.
გადაზიდვების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით თურქმენბაშის ნავსადგურმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტვირთი თურქეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ჩინეთიდან მიიღო და გაატარა.
ზემოთ მოყვანილი ქვეყნების ჩამონათვალი, ნათლად მიუთითებენ საქართველოზე გამავალი დერეფნის გამოყენების და მასში ჩინეთის სატრანზიტო გადაზიდვების ჩართულობაზე.
დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის მიზნით, თურქმენეთმა, სულ ახლახანს რკინიგზაზე და თურქმენბაშის ნავსადგურში დამატებითი სატარიფო შეღავათები დააწესა.
თურქმენბაშის ნავსადგურის გავლით ტვირთების ტრანზიტად მოძრაობის შემთხვევაში, თურქმნეთიდან – უზბეკეთის სარკინიგზო საზღვრამდე, თურქმენეთის რკინიგზამ არსებულ სარკინიგზო ტარიფებზე 40 % იანი ფადაკლება აამოქმედა.
გარდა სარკინიგზო შეღავათებისა, ევროპიდან აზიაში და უკუ მიმართულებით ტრანზიტული ტვირთებისათვის თურქმენბაშის ნავსადგურში ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციებზე 50 % იანი ფასდაკლება დაწესდა.
ყველა სატრანზიტო ტვირთის შენახვაზე ნავსადგურმა 60 დღემდე უფასო შენახვა გაავრცელა. გარდა ამისა, საბაჟო საწყობში საქონლის უფასო შენახვის ვადად 3 წელი განისაზღვრა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეღავათები ვრცელდება თურქმენეთის ტერიტორიაზე.
დასკვნის სახით – რეგიონში სახეზეა ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პროცესი, თურქმენეთის მიერ დაწესებული სატარიფო შეღავათები ირიბად დადებითად აისახება საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.
თურქმენეთის მიერ სატარიფო შეღავათებთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დერეფნის სახელმწიფოების მთავრობებს, ახალი რეალობის გათვალისწინებით – მრავალმხრივი ხელშეკრულების შემუშავებისკენ უნდა უბიძგოს.
transcor.ge