„თურქმენეთის მიერ 2019 წლიდან ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობიდან დაწყებიდან 2024 წლამდე, არასრულ ხუთ წელიწადში – 312 კმ იქნა ექსპლუატაციაში გაშვებული. ამ მაჩვენებლის მიხედვით ჩქაროსნულ სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალის – ავტობანის მშენებებლობის ინტენსიობა თურქმენეთში წელიწადში საშუალოდ 62 კმ ს შეადგენს. შედარებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ – დასავლეთ ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2024 წლისთვის მხოლოდ 300 კმ ია ექსპლუატაციაში გაშვებული, რაც წლიურად საშუალოდ – 18 კმ ს შეესაბამება“ – ანალიზს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს.
„ფაქტიურად თურქმენეთი, საქართველოსთან შედარებით საკუთარ ჩქაროსნულ საგზაო ინფრასტრუქტურას – 3.5 ჯერ უფრო სწრაფი ტემპით აშენებს.
ასეთი შედარების საფუძველზე შესაძლოა გაკეთდეს შემაჯამებელი დასკვნა თუ რაოდენ ნელი ტემპით ვითარდება საქართველოში ესა თუ ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
საგულისხმოა, რომ საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაბალი ტემპი პირდაპირ აისახება მსოფლიო ბანკის მიერ ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (LPI) კრიტერიუმით დადგენილ საქართველოს პოზიციონირებაზე.
მაგალითისათვის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (LPI) ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი მაჩვენებლის მიხედვით – საქართველო მსოფლიოში 108 – ე საფეხურზე პოზიციონირებს, რაც ბუნებრივია სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ მიიჩნევა.
საქართველო, მსოფლიო ბანკის ინფრასტრუქტურის კომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 ე საფეხურს იკავებს, ბელარუსი და რუსეთი – 68 ე საფეხურს, სომხეთი – 76 ე საფეხურს, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე 80 ე საფეხურს, უზბეკეთი და ყირგიზეთი – 89 ე საფეხურს.
ფაქტიურად, ინფრასტრუქტურის მდომარეობით მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შოორის საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.
აღნიშნული შედარებაც საკმარისია ნათლად დავინახოთ, ის ტენდენცია, თუ რაოდენ სწრაფი ტემპებით ახორციელებენ მეზობელი ქვეყნები საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
თურქმენეთმა 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ევრაზიის განვითარების ბანკის (EDB) ს ფინანსური დახმარებით, საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მათ შორის ჩქაროსნული სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალის – ავტობანის მშენებლობისათვის – 5.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
თურქმენეთის ჩქაროსნული სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალი – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის კარკასის ძირითად ნაწილს შეადგენს.
თურქმენეთის ტერიტორიაზე კასპიის ზღვიდან თურქმენბაშის ნავსადგურიდან – თურქმენეთ / უზბეკეთის საზღვართან მდებარე ქალაქ თურქმენაბატამდე გამჭოლი M 37 საერთაშორისო დერეფნის სიგრზე – 1180 კმ ს შეადგენს (იხ სქემა).
თურქმენბაში – თურქმენაბატის დერეფანი მიეკუთვნება M37 მაგისტრალს. UNESCAP-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, იგი საქართველოზე გამავალი ევროპული E 60 მარშრუტის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტს ყირგიზეთის ქალაქ ირკეშტამთან, ჩინეთის საზღვართან აკავშირებს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება თურქმნეთის მიმართულების სტრატეგიულობა.
უშუალოდ 1180 კმ იანი სატრანზიტო ავტობანი ორ მონაკვეთადაა გამოყოფილი.
პირველი მონაკვეთი – თურქმენბაშიდან – აშხაბადამდე 580 კმ;
მეორე მონაკვეთი – აშხაბადიდან – თურქმენაბატამდე 600 კმ;
პირველი მონაკვეთის თურქმენბაში – აშხაბადი ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2026 წელსაა ნავარაუდევი.
აღნიშნული მაგისტრალი თურქმენეთის დედაქალაქს ქალაქ თურქმენბაშთან და ამავე სახელწოდების, რეგიონში უდიდეს საზღვაო ნავსადგურთან – თურქმენბაშთან (წელიწადში 17 მილიონი ტონა ტვირთის გამტარუნარიანობა) დააკავშირებს.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს აშხაბადი – თურქმენაბატის 600 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობას, იგი 2019 წლის აპრილში დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები სამ მონაკვეთზე ხორციელდება:
აშხაბადი – ტეჯენი (203 კმ) – მშენებლობა 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა;
ტეჯენი – მარი (109 კმ) – მშენებლობა 2024 წლის აპრილში დასრულდა;
მარი – თურქმენაბატი (288 კმ) – მშენებლობა 2024 წლის იანვარში დაიწყო და ინტენსიურად გრძელდება.
ფაქტიურად 2019 წელს დაწყებული ავტობანის მშენებლობის 312 კმ დასრულებულია, რაც წელიწადში საშუალოდ 62 კმ ავტობანის მშენებლობის ტოლფასია.
აშხაბადი – თურქმენაბატის ავტობანის მშენებლობას, რომლის საერთო სიგრძე 600 კმ ია, ადგილობრივი სახელმწიფო კომპანია «Türkmen Awtoban» ახორციელებს, პროექტის საერთო ღირებულება 2.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
600 კმ იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, თავიდანვე ტვირთების დაჩქარებული რეჟიმით გადაზიდვებისთვის იყო ჩაფიქრებული.
უახლოეს 5 წელიწადში აშხაბადი – თურქმენბაშის ავტომაგისტრალთან შეერთების შემდეგ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონს დედაქალაქთან დააკავშირებს, უზრუნველყოფილი იქნება 1180 მკ სიგრძის ავტობანზე ქვეყნის აღმოსავლეთ – დასავლეთის მიმართულებით გამჭოლი მოძრაობა.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ავტობანის საშუალებით თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურთან პირდაპირი წვდომა, შემდეგ კი კასპიის ზღვით კავკასიაში, ევროპაში, ასევე სამხრეთ რუსეთში, ჩრდილოეთ ირანში, სპარსეთის და ომანის ყურეში დაუბრკოლებელი გადაადგილება.
საქართველოს ავტობანისგან განსხვავებით სადაც ძირითადად ხელოვნური ნაგებობები – ხიდები და გვირაბები ჭარბოს, თურქმენთში მაგისტრალს თითქმის 2.5 ჯერ განიერი, რვა სამოძრაო ზოლი გააჩნია – სამი მთავარი და ერთი დამხმარე, გზის თითოეულ მხარეს, ხოლო გზის საერთო სიგანე 34.5 მეტრია.
დასკვნის სახით – თურქმენეთის მაგალითზე, შესაძლოა დავასკვნათ თუ საქართველოსთან შედარებით რაოდენ სწრაფი ტემპებით ავითარებენ მოზებელი ქვეყნები საკუთარ საგზაო ინფრასტრუქტურას.
ბუნებრივია ერთხელ და სამუდამოთ უნდა მოვწყდეთ, მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუ რომელიმე ქვეყანას, ნავთობის თუ გაზის სახით შეუზღუდავი რესურსები გააჩნია, მაშინ იგი უზრუნველყოფილია ფინანსური ნაკადებით და სწორედ ეს არგუმენტია დომინანტი გადაწყვეტილების მიღებაში.
ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, თურქმენეთის მაგალითი მკაფიო დასტურია იმის თუ რაოდენ ეფექტიანად და მოკლე ვადაში ითვისებს მეზობელი სახელმწიფო, საფინანსო – საბანკო ინსტიტუტებიდან მიღებულ ინვესტიციებს“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.
