თურქმა მებაჟეებმა საზღვარზე მანქანაში დამალული ათეულობით ეგზოტიკური ცხოველი აღმოაჩინეს

თურქმა მებაჟეებმა ქალაქ ედირნეში, საბერძნეთის საზღვარზე ათეულობით ეგზოტიკური ცხოველის უკანონოდ შეყვანის ფაქტი დააფიქსირეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ინფორმაციის თანახმად სამგზავრო მანქანაში, რომელსაც ბერძნული სანომრე ნისნები ჰქონდა საბარგულში 3 კენგურუ, 3 ალპაკა და 1 პატაგონური მარა იყო, ხოლო მანქანაში 12 თუთიყუში და 23 მფრინავი ციყვი.
დიდი ცხოველები შეკრული ჰყავდათ, პატარები კი გალიაში.
სამართალდამცავებმა მანქანის მძღოლი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ყველა ცხოველი გადარჩა და გადაყვანილია ბუნების დაცვისა და ეროვნული პარკების სამსახურში.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ