თურქი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ -ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
ერდოღანი წუხილს გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
“პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი . თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს” – კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ნათქვამია ერდოღანის წერილში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?
ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო დაძარში დაკრძალავენ.