ცნობილი თურქი მომღერალი ტარკანი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშია პოპულარული. გამონაკლისი არც საქართველოა, წლების წინ, ტარკანის ჰიტების ტალღამ ქართველებსაც გადაუარა.
ის მუდმივად ავსებს დარბაზებს, აქვს ნიჭი, ენერგიით დამუხტოს მილიონობით აუდიტორია. 2000-იან წლებში თურქმა შემსრულებელმა მსოფლიოს არაერთი სტადიონი შეავსო. მოდით, უფრო მეტი გავიგოთ ტარკანზე, როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა და რატომ არ ჩანს ძველებურად მომღერალი.1972 წლის 17 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ალზეიში, ტევეტოღლუს ოჯახში ბიჭი დაიბადა. მშობლებმა, ალიმ და ნეშემ სახელად ტარკანი დაარქვეს, 60-იან წლებში თურქეთში პოპულარული წიგნის გმირის პატივსაცემად. მომღერლის მეორე სახელი, ჰუსამეთინი, ნიშნავს “ბასრ ხმალს”, რადგან მისი ბაბუა რუსეთ-თურქეთის ომის გმირი იყო.
ორსულობის დროს დედა ავარიაში მოჰყვა და კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც ტარკანის დაბადებას საფრთხე შეექმნა. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ ორსულობის შეწყვეტას, მამა თითქმის დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს. მამა ამბობდა, რომ გადაფიქრების მიზეზი წინასწარმეტყველური სიზმარი იყო.
ბიჭის დიდი ბებია-ბაბუა ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ. მშობლები ეკონომიკური კრიზისის დროს გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ტარკანი დაიბადა, მაგრამ 1986 წელს ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა. მამამ და უფროსმა ძმებმა სამუშაო იპოვეს, ბიჭმა კი სწავლა გააგრძელა. სკოლის პარალელურად მუსიკალურ განათლებასაც იღებდა, ხოლო დასრულების შემდეგ, სტამბოლის მუსიკალურ აკადემიაში ჩაირიცხა. ამ დროს მას არავინ იცნობდა და იძულებული იყო თანხის სანაცვლოდ ქორწილებში ემღერა. 1995 წელს მომღერლის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.
მალე დედა ისევ დაქორწინდა. იმავე წელს ტარკანი ჯარში გაიწვიეს. სამწლიანი გადავადების შემდეგ, მან თურქეთი დატოვა. როდესაც ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის საშუალებითაც შეეძლო მხოლოდ 28 დღე ემსახურა ჯარში, სამშობლოში დაბრუნდა.
ტარკანი თავის დაბადების ადგილს, გერმანიას ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს İstanbul Plak ეტიკეტის დირექტორს, მეჰმეთ სოიუტულუს შეხვდა, რომელმაც მომავალ ვარსკვლავში დიდი პერსპექტივა, ნიჭი და ქარიზმა დაინახა. ბიზნესმენის წყალობით, ტარკანმა პირველი ალბომი “Yine Sensiz” გამოუშვა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. პირველი დისკის წარმატებას მეორე ალბომი მოჰყვა. მალევე დაიწყო მისი პირველი უცხოური ტურნე.
თავიდან ტარკანს ძირითადად, მიგრანტ ოჯახებში დაბადებული თურქი თინეიჯერები უსმენდნენ, მალე ევროპელი მსმენელიც შეემატა.
მესამე ალბომი სახელწოდებით “კარმა” 2001 წელს გამოვიდა. ტრიუმფი შედგა და ევროპაში 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომში შედიოდა ისეთი პოპულარული სინგლები, როგორიცაა “Kuzu-Kuzu” და “Hüp”. ტარკანი გახდა ვარსკვლავი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ფანკლუბებით, ევროპასა და მექსიკაში. 2002 წელს, თურქეთში გამართული ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ტარკანი არა მხოლოდ გახდა ამ მოვლენის მთავარი თილისმა, არამედ თავად დაწერა გულშემატკივართა ჰიმნი. 2003 წელს მომღერალმა გამოუშვა მინი ალბომი “Dudu” საკუთარ ლეიბლზე HITT Music. შემდეგი ორი ალბომი, “Metamorfoz” და “Adımı Kalbine Yaz”, რომლებიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. თავისი ბოლო ალბომისთვის ტარკანმა მიიღო თურქეთის მუსიკალური ჯილდო ოთხ კატეგორიაში.
ახალი ათასწლეულის დასაწყისში სიმღერამ “Şımarık” მას ევროპული პოპ-მუსიკის მთავარი შემსრულებლის ტიტული მოუტანა. სიმღერა “Dudu” კი ევროპა პლუსის ჩარტში 18 კვირის განმავლობაში დარჩა. მაგრამ მსმენელისთვის ტარკანის მთავარი ჰიტი იყო სიმღერა “Şıkıdım”.