თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს

“პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას,” – ამის შესახებ თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის, ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა “აჭარა თაიმსთან“ განაცხადა. ბიზნესმენმა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
ოზთურქის ადვოკატის თქმით, ვერ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი და საქმეში მხოლოდ უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილი დარჩა.
”სასჯელი, რომელიც ჰქონდა ნაწილობრივ ამნისტია შეეხო, ამას დაემატა ისიც რომ 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა,” – ამბობს უფლებადამცველი.
ცნობისთვის, ოზთურქს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა. ის ბათუმში 2022 წელსდააკავეს. მას 8 წლით თავისუფლება მიუსაჯა ს საქალაქო სასამართლომ. ის დამნაშავედ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში ცნო. თავად ბიზნესმენი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.