თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დილით 10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.
ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ჰასაქის, დეირ-ელ-ზორისა და ალეპოს პროვინციებშიც იგრძნობოდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა