თურქეთში 2023 წელს უმუშევრობის დონე 10-წლიან მინიმუმამდე დაეცა

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TurkStat) მონაცემებით, თურქეთში უმუშევრობის დონე 2023 წელს 10-წლიან მინიმუმამდე დაეცა და 9,4% შეადგინა. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 10,4% იყო.
2023 წელს უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში 318 000-ით შემცირდა და 3,26 მლნ-ს შეადგენდა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი ქალებში 12,6% და მამაკაცებში 7,7% იყო.
დასაქმებულთა რაოდენობამ 2023 წელს 31,6 მლნ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 880 000-ით მეტია. დასაქმების დონემ 48.3% შეადგინა. 2022 წელთან შედარებით ზრდა 0.8%-ია.
სამუშაო ძალა იყო 34.9 მლნ, ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებელი 2023 წელს 53.3% იყო.
ახალგაზრდების უმუშევრობის დონემ 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში 17.4% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით არის შემცირებუ;ლი.,