თურქეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელმაც ხუთი ადამიანი დაჭრა

თურქეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელმაც ხუთი ადამიანი დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში პოლიციამ დანითა და ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა დააკავა, რომელიც ხუთ ადამიანს თავს დაესხა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
დაკავებული თავდასხმას სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ახალგაზრდას ჩაფხუტი ეხურა, სახეზე ნიღაბი ეკეთა და ნაცისტური სიმბოლოს მქონე ჯავშანჟილეტი ეცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს