თურქეთში 18 წლის ახალგაზრდამ დანით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაჭრა

ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ ესკიშეჰირში, დანით და ნაჯახით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი. ამის შესახებ იუწყება თურქული გაზეთი Cumhuriyet-ი, რომლის თანახმად, დაჭრილთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეჭვმიტანილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 18 წლის ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. გაზეთ Eskisehir-ის ცნობით, ნიღბიანი თავდამსხმელი სამხედრო კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის სამოსში იყო გადაცმული, ეხურა ჩაფხუტი, ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ეკეთა ნაცისტური სამკერდე ემბლემა. ჩაფხუტზე დამაგრებული ჰქონდა კამერა, რომლითაც სოციალურ ქსელ X-ში პირდაპირ ეთერში გადასცემდა გამვლელებზე თავდასხმას.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში დანით თავდასხმის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოხდა.
29 ივლისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში უცნობი პირი დანით დაესხა თავს ადგილობრივებს, მათ შორის ბავშვებს. ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაჭრილი კი საავადმყოფოში მოათავსეს.
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა. ამ თავდასხმას ბრიტანეთში მასობრივი არეულობა და შეტაკებები მოჰყვა.
ს ქალაქ ჰოლონში 3 აგვისტოს გამვლელებზე დანით თავდასხმა მოხდა. ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, იგი აღმოჩნდა 34 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, რომელიც ისრაელში შესვლის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მანამდე ის არ მოქცეულა პოლიციის ყურადღების ცენტრში.

ასევე დაგაინტერესებთ