არქეოლოგებმა ადრეული ქრისტინული ეპოქის გამორჩეული არტეფაქტი აღმოაჩინეს — 1200 წლის წინანდელი დანახშირებული პური, რომელზეც იესო ქრისტეს გამოსახულებაა დატანილი.
აღმოჩენის შესახებ სამხრეთ-ცენტრალური თურქეთის ქალაქ გარამანის გუბერნატორის ოფისმა გამოაცხადა.
ხუთი დანახშირებული პურის ნიმუში ტოპრაქთეფეს არქეოლოგიურ ობიექტზე — ძველი ქალაქ ეირენოპოლისის ტერიტორიაზე იპოვეს.
ეირენოპოლისი, რომელიც ისავრიის ისტორიულ რეგიონში მდებარეობს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბიზანტიური ქალაქი იყო, სადაც ბერძნული ენა დომინირებდა.
ფოტოებზე ნათლად ჩანს გაშავებული პური, რომელზეც იესოს სუსტად გამოკვეთილი გამოსახულებაა დატანილი წარწერით “კურთხეული იესოს მადლით“
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გამოსახულება არ ასახავს ქრისტეს იმ სახით, როგორც ეს ბიზანტიური და აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ხატწერაშია დამკვიდრებული (ქრისტე ყოვლისმპყრობელი (Christ Pantocrator), ქრისტე ზეაწეული მარჯვენით)
მის ნაცვლად, იესო წარმოდგენილია როგორც მთესველი ან მიწათმოქმედი — რაც, სპეციალისტების თქმით, “ნაყოფიერებისა და შრომის სიმბოლურ მნიშვნელობას ასახავს იმ ეპოქის რელიგიურ მსოფლმხედველობაში“
არქეოლოგებმა პურებზე სხვა სიმბოლოებიც იპოვეს, მათ შორის ერთზე მალტის ჯვარი მოჩანს.
ნაპოვნი პურები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საოცარ ადრექრისტიანული ეპოქის აღმოჩენებიდან, რომლებიც ბოლო წლებში ანატოლიისა და კავკასიის რეგიონში გაკეთდა.
წყარო: www.ambebi.ge




