თურქეთში წყალში ჩაუშვეს უკრაინის ფლოტისთვის აშენებული კორვეტი „ჰეტმან ვიჰოვსკი“

თურქეთში წყალში ჩაუშვეს მრავალფუნქციური კორვეტის კლასის ხომალდი “ჰეტმან ივან ვიჰოვსკი”, რომელიც უკრაინის შეკვეთით სტამბოლის გემთმშენებელ ქარხანაში აშენდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 1 აგვისტოს სტამბოლის ქარხნის ნავსაყუდელზე გაიმართა წყალში ჩაშვების საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა უკრაინის პირველი ლედი ია და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
“კორვეტები ჰეტმანი ივან ვიჰოვსკი და ჰეტმანი ივან მაზეპა, რომლებიც თურქეთში რუსული აგრესიის გამო, თურქეთში შენდებოდა, აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე იარაღით. ეს ხომალდები გახდებიან ჩვენი ფლოტის მნიშვნელოვანი შენაძენი, რაც გაზრდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. მ უკვე დაუსვა წერტილი ს საზღვაო ძალების დომინირებას ზღვაზე, გაანადგურა რა მოწინააღმდეგის ათობით გემი. ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ უკრაინის საზღვაო ძალების შესაძლებლობებს შავ და აზოვის ზღვებში”, – თქვა საზეიმო ცერემონიაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.
“ადა” კლასის კორვეტი “ჰეტმან ივან ვიჰოვსკი” მეორე ხომალდია, რომელიც უკრაინის შეკვეთით სტამბოლის გემთმშენებელ ქარხანაში აშენდა.
2022 წლის ოქტომბერში, თურქმა გემთმშენებლებმა დაასრულეს და სტამბოლის ყურეში საზეიმოდ ჩაუშვეს წყალში უკრაინის საზღვაო ძალებისთვის აშენებული გემი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის, ს ბრძანებით უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლ კაზაკთა მეთაურის, ჰეტმან ივან მაზეპას სახელი ეწოდა.
უკრაინული კორვეტების სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია და სიგანე თითქმის 15 მეტრი. ორივე გემი აღჭურვილი იქნება ამერიკული Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსით, ასევე საზენიტო რაკეტებით, მძიმე ტყვიამფრქვევებით, საარტილერიო დანადგარებით და რაკეტების/ტორპედოების გამშვები დანადგარებით.

ასევე დაგაინტერესებთ