თურქეთში საბაგირო ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

თურქეთის ქალაქ ანტალიაში საბაგირო ჩამოვარდა. 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთი საყრდენი ბოძის ჩამოშლა გახდა. სწორედ მას შეეჯახა ფუნიკულიორის ერთ-ერთი კაბინა. შეჯახების შემდეგ ის ნაწილებად დაიშალა და კლდეზე დაეცა. დაიღუპა 54 წლის კაცი. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.
საბაგიროს გაჩერების გამო სხვა კაბინებში გაჭედილი ადამიანების ევაკუაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა. ადგილზე მაშველები, მედიკოსები და პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!