მას შემდეგ რაც, თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 65%-ს მიუახლოვდა ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 250 საბაზისო პუნქტით 45%-მდე გაზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას cnbc ავრცელებს. მანამდე რეფინანსირების განაკვეთი 42.5% იყო, თუმცა ამ მაჩვენებელმა ინფლაციური წნეხი ვერ დაძლია და თურქეთში სამომხმარებლო ფასები კვლავ გაიზარდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს იქნება ბოლო ზრდა, განსაკუთრებით მარტში დაგეგმილი არჩევნების გამო.
დღეის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება 30 ლირაზე მეტია
