თურქეთში მუნიციპალური არჩევნებია, მთელი ყურადღება სტამბოლზეა მიპყრობილი

თურქეთის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები 31 მარტს ადგილობრივ მთავრობებს ირჩევენ. ყველას მზერა მიპყრობილია სტამბოლზე, სადაც ხუთი წლის წინ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანის ისლამურ-კონსერვატიულმა პარტიამ ოპოზიციასთან ბრძოლა წააგო და ახლა იმედი აქვს, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქს ხელიდან გამოაცლის რესპუბლიკურ სახალხო პარტიას.
თურქეთი ირჩევს გამგებლებს, საბჭოებს და სხვა რეგიონულ პოლიტიკოსებს 81 პროვინციაში.
თურქეთის მედია იტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით სტამბოლში ოპოზიცია წინაა.
მიმდინარეობს მძვინვარე ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურების ფონზე და ბევრ ამომრჩეველი გაურკვევლობაშია.
ვინც სტამბოლში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს თურქეთში”, – გაიხსენა ერმან ბაკირჩიმ, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის, Konda-ს სოციოლოგმა, ერდოანის მიერ ერთ დროს ნათქვამი სიტყვები.
სტამბოლს მართავს ერდოანის უდიდესი პოლიტიკური მეტოქე, რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან, ექრემ იმამოღლუ. სტამბოლის მერობის კანდიდატი ერდოანის პარტიიდან მურათ ქურუმია, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი. სტამბოლის თავი ერდოანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა ასევე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
მოელიან, რომ დედაქალაქ ანკარაში, მოქმედი მერი, მანსურ იავაში, შეინარჩუნებს პოსტს. მომავალში იავაშიც ერდოანის პოტენციური მეტოქეა.
იავაშის კონკურენტმა ამ არჩევნებში, ერდოანის პარტიის წარმომადგენელმა და ანკარის ქეჩიტორენის რაიონის მერმა, თურგუთ ალთინოკმა მომხრეთა მოწონება ვერ მოიპოვა.