თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი სიღრმე 5.0 კმ. იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 22:20 საათზე დაფიქსირდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
