თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ვანის პროვინციაში, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი სიღრმე 3.7 კმ. იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 11:51 საათზე დაფიქსირდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.