თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:21 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 3,4 კმ. იყო.
ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
