თურქეთში ს მსხვერპლი მოჰყვა, დანგრეულია 15-ზე მეტი შენობა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიქაიამ გასულ ღამით განაცხადა, რომ ქალაქ სინდირგიში მაშველების მიერ სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი 81 წლის დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მინისტრის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი. დანგრეულია 16 შენობა.
6,1 მაგნიტუდის 10 აგვისტოს, ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათისთვის მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის არაერთ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და იზმირში.
თურქეთში, რომელიც სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე მდებარეობს, მიწისძვრები ხშირია.
2023 წლის თებერვალში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასეულობით ათასი კი უსახლ-კაროდ დარჩა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს